Tuesday, April 15, 2014

მეცხრე დღე

                                                            რეფლექსია
გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია,მივიღე უკუკავშირი და გავასწორე ხარვეზები პროექტის გეგმაში.ოპონირება გავუწიეთ ერთმანეთს .ერთმანეთს მივეცით მითითებები და რჩევები.განვიხილე აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისათვის,პორთფოლიოს რუბრიკა,ჩავაშენე ფაილები,მოსწავლეთა პროექტების დემონსტრირებების საშუელებებს გავეცანი.გავეცანი და შევავსე უკუკავშირის ფორმის ნიმუშები და შევაჯამე მერვე მოდული...საბოლოოდ შევაჯამე ინტელის პროექტებით სწავლებისპროგრამა,რაც ვფიქრობ გამომადგება ჩემ პედაგოგიურ მოღვაწეობაში..ტრენინგმა ბევრი ახალი და საჭირო შემმატა,ცოდნის თვალსაზრისით.მასწავლებლის საქმიანობისთვის საჭირო ტრეინინგია,ვფიქრობ მეტ ხალისს და ინტერესს შეძენს ჩემს გაკვეთილებს აქ მიღებული ცოდნა.

Saturday, April 12, 2014

მერვე დღე

დავხვეწე პროექტის გეგმა.დავხვეწე შეფასების სქემები,ინდივიდუალური,ჯგუფური და გაზეთის შეფასების რუბრიკები.

Monday, April 7, 2014

მეშვიდე დღე

რეფლექსია 
      კიდევ ერთხელ გავიმეორეთ გარდნერის და ბლუმის ტაქსონომია...ვიმუშავე google-ზე და  drive-ზე. ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება და გავუზიარე ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს..მიღებული ცოდნით გადავახალისე პროექტის გეგმა და ჩემი ბლოგი...

Saturday, April 5, 2014

მეექვსე დღე

                                                                   რეფრლექსია
     განვიხილე პორტფოლიოს რუბრიკა , შეფასების ჩეკლისტი,სასწავლო გეგმის ჩეკლისტი და შესაბამისად დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.

Monday, March 31, 2014

მეხუთე დღე

                                                                 რეფლექსია
    გავეცანით სხვა პროექტის პროცედურებს,პროექტის შესაბამისობაში მოყვანას სტანდარტებზე,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე,მოსწავლეების შესაძლებლობებზე და სხვა.ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე, ვისწავლეთ თუ როგორ დავხვეწოთ საკუთარი პროექტი.

Thursday, March 27, 2014

მეოთხე დღე


                                                    პრეზენტაცია        


 რ ე ფ ლ ე ქ  ს ი ა
დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის.შევქმენი პროექტის პრეზენტაცია,ვისაუბრეთ  შეფასების სახეებზე,პროექტში დავხვეწე შეკითხვები,ვნახე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა,ვისწავლე  პრეზენტაციის შაბლონის გადმოწერა...

Tuesday, March 25, 2014

მესამე დღე

                                                      რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
     გავეცანით სასწავლო პროექტის  გეგმის ჩეკლისტს,ბლუმის ტაქსონომიას,როგორ გამოვიყენოთ დამხმარე რესურსები,.რა სტანდარტებს და მოთხოვნებს უნდა ითვალისწინებდეს ჩვენი პროექტი საბოლოოდ.